1 კგ ბადრიჯანი 3 თავი ხახვი 0,5 ჩ/ჭ ძმარი ზეთი საჭიროებისათვის მარილი გემოვნებით
მრგვალ ნაჭრებად დაჭრილ ბადრიჯანს მოვაყაროთ მარილი და 1 საათის შემდეგ გავწუროთ. დავაწყოთ ზეთიან ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ძმარი წამოვადუღოთ, დავუმატოთ დანაყილი ნიორი და მოვასხათ თეფშზე დაწყობილ შემწვარ ბადრიჯანს. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი, ოხრახუში, კამა, ქინძი, დაკეპილი ხახვი და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.