ქალის სურნელი მის ასაკზე მეტყველებს საუკუნეების მანძილზე ქალებს ახასიათებდათ თავისი ასაკის დამალვა. დღეს ახალგაზრდობის შენარჩუნებას ეხმარება პლასტიკური ოპერაციები და ნაოჭების საწინააღმდეგო კრემები. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლოა არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ქალის სურნელის მიხედვით შესაძლებელია მისი ასაკის დადგენა.
იაპონელი მეცნიერების დასკვნით, რაც მეტია ადამიანის ასაკი, მით მეტ ქიმიური ნივთიერებებს – ნონენალებს (რომლებიც წარმოიქმნება კანის შედგენილობაში შემავალი ცხიმოვანი მჟავების დაშლის შედეგად) გამოიმუშავებს სხეული. ამ ნივთიერებებს არასიამოვნო სუნი აქვს, რომელმაც შესაძლოა გამოამჟღავნოს სუსტი სქესის ნამდვილი ასაკი. 40 წელზე მეტი ასაკის ქალბატონებს კანში ნონენანელის შემცველობა ორჯერ მეტი აქვთ, ვიდრე 20- და 30 წლისებს.
რამდენიმე საინტერესო დასკვნა გამოიტანეს რატჯერსის ამერიკული უნივერსიტეტის მეცნიერებმა. თურმე მამაკაცებს შეუძლიათ სუნამოს მიხედვით ქვეცნობიერად გამოიცნონ ქალბატონის ასაკი. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 20-დან 60 წლამდე 15-მა მამაკაცმა. მათ შესთავაზეს იმის განსაზღვრა თუ რა სურნელი უხდებოდა სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს. სურნელებს შორის იყო ვანილის, ლავანდის, ვარდის, ხილის (ვაშლი) და ბოსტნეულის (ბროკოლი).
თითქმის ყველა მამაკაცმა ვარდის სურნელს შეუსაბამა ასაკოვანი ქალბატონი, ხოლო ხილის არომატები მათში იწვევდა ახალგაზრდა ქალბატონის ასოციაციას.
ეს კვლევები ეთანადება ჯერ კიდევ 2005 წლის გამოკვლევებს. მაშინ დამტკიცდა, რომ გრეიფრუტის სუნმა შესაძლოა რამდენიმე წლით გააახალგაზრდაოს ქალბატონი მამაკაცის თვალში.