ქალბატონის ნიკაპის ფორმა მის ერთგულებაზე მეტყველებს
რატომ ხიბლავთ მამაკაცებს მასიური ნიკაპის მქონე ქალბატონები? აღმოჩნდა, რომ ქალბატონის ნიკაპის ფორმა არის მაჩვენებელი იმისა არის თუ არა ის ღალატისადმი მიდრეკილი თუ გამოირჩევა მისი რჩეულისადმი ერთგულებით.
ამერიკის ოთხი უნივერსიტეტის სპეციალისტებმა ჩაატარეს კვლევა ახალგაზრდა ქალბატონების მონაწილეობით. მშვენიერი სქესის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად დადგინდა თუ რამდენად აქტიურია სექსუალური კუთხით ყოველივე გამოკითხული. აღმოჩნდა, რომ მასიური ნიკაპის მქონე ქალბატონები ეწევიან ბევრად აქტიური სექსუალურ ცხოვრებას ვიდრე მინიატურული ნიკაპის პატრონები. თუმცა მამაკაცების გამოკითხვამ გამოავლინა, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენლებს მასიური ნიკაპის მქონე ქალბატონები ნაკლებად ხიბლავთ.
საქმე ისაა, რომ მასიური ნიკასპის მქონე ქალბატონების ორგანიზმში მომატებულია მამაკაცის ჰორმონის ტესტოსტერონის შემცველობა. ისინი ეწევიან არა მარტო აქტიური სექსუალურ ცხოვრებას, არამედ არიან ღალატისადმი მიდრეკილნი. ქვეცნობიერად მამაკაცებს ესმით, რომ ასეთი ქალბატონები ნაკლებად ერთგულები იქნებიან და ამიტომ უპირატესობას უფრო ქალური ნიკაპის პატრონებს ანიჭებენ.