შესაძლოა ბოტოქსის შემქმნელების მიერ გამოგონილი ახალი პრეპარატის წყალობით წამწამების ტუში მალე ამოღებული იქნას ხმარებიდან. კომპანია Allergan-მა შეიმუშავა წამწამების ზრდის საშუალება, რომელიც უკვე მოიწონა აშშ პროდუქტების და წამლების კონტროლის სამმართველოს მიერ (FDA).
ყოველდღიური მოხმარებისას პრეპარატი Lატისსე აუმჯობესებს წამწამების სიგრძეს, სისქეს და ფერს. მთავარი კომპონენტი - პროსტაგლანდინ, რომელსაც თმა შეიცავს, დაეხმარება თმის ფოლიკულების აღდგენას და მათ წარმოქმნას.
ამ დრომდე იგი გლაუკომის სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ფაქტიურად, გლაუკომას სპეციალისტმა ექიმმა აღმოაჩინა ამ ნივთიერების ზემოქმედება წამწამების ზრდაზე. Latisse გავა გაყიდვაში მომავალი წლის დასაწყისში და 30-დღიან კურსზე გათვლილი ულუფა მიახლოვებით 120 დოლარი ეღირება.