საქორწინო კონტრაქტი
1. საერთო დებულებები 1.1 ეს ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1172-1181 მუხლების შესაბამისად განსაზღვრავს მეუღლეთა უფლება-მოვალებებს. 1.2 ხელშეკრულების მხარეებს შეადგენენ ერთი მხრივ ქმარი-ოჯახის თავი ----------და ცოლი (ოჯახის კისერი) –----------------------. 1.3 ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაშია განქორწინებამდე.
2. მეუღლეთა პირადი ურთიერთობანი 2.1 ქმარი მოვალეა შეუქმნას ცოლს ყველანაირი პირობა, რათა ცოლი ყოველთვის გამოიყურებოდეს მიმზიდველად.(მათ შორის უცხო მამაკაცებისათვისაც) 2.2 ცოლის ყოველგვარი ნება-სურვილი უნდა სრულდებოდეს დაუყოვნებლივ ყოველგვარი შეკამათების გარეშე. 2.3 ცოლს აქვს უფლება მოსთხოვოს ქმარს ყოველდღიურად განუსაზღვრელი რაოდენობით თანხა. 2.4 მასაჟი - ქმარი მოვალეა ცოლს ყოველ საღამოს ძილის წინ ჩაუტაროს ფეხების მასაჟი. 2.5 ქმარი (უკიდურეს შემთხვევაში დედამთილი ან მული) ვალდებულია დილას Aახალგაღვიძებულ ცოლს მიართვას ლოგინში ახალგამოწურული წვენი, ყავა და მიმართოს ცოლს ათასგვარი საალერსო სიტყვებით. 2.6 ქმარი მოვალეა პატივისცემით და მოწიწებით მოეპყრას ცოლის ყველა მეგობარს, დედას, მამას, ძმას, დას და ყველა ნათესავს, მათ შორის საყვარელსაც (თუ რა თქმა უნდა ცოლს აქვს სურვილი იყოლიოს საყვარელი ხანდახან გართობის მიზნით). არ გამოთქვას პრეტენზია მათ ხშირ სტუმრობაზე და უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით დროებით გავიდეს სახლიდან – მიზეზით: ,,ჩავალ რამეს ამოვიტან თორემ უხერხულია’’. (ამ მუხლის მიზნებისათვის სტუმრებად არ ითვლებიან დედამთილი,მამამთილი,მული, მაზლი და სხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური ქმრის ნათესაობა) 2.7 ცოლს აქვს უფლება დღის ნებისმიერ მონაკვეთში სასურველი დროით ისეირნოს მეგობრებში, მეგობრებთან ერთად კინოში,თეატრში, ბარში), ქმრის ნებართვის გარეშე. 2.8 ცოლს აქვს უფლება მოითხოვოს ოჯახში ყოველთვის ხვდებოდეს სადილი ვახშამი (პირველი, მეორე, დესერტის ჩათვლით), არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოაგვარებს ამ პრობლემას.. 2.7.1 იმ შემთხვევაში თუ ამ ვალდებულებას იკისრებს დედამთილი, ქმარი ვალდებულია იკისროს დეგუსტატორის როლი. 2.8 ნებისმიერი სადაო საკითხი ოჯახში ან სასამართლოში უნდა გადაწყდეს ცოლის სასარგებლოდ. 2.9 ქმარს გააჩნია სუნთქვის უფლება და თანაც განუსაზღვრელი ოდენობითა და ვადით, გარდა ამისა ქმარს გააჩნია წყლის დალევის უფლება, ოღონდ გარკვეული გრაფიკით დილის 11:00 საათიდან 11:30 საათამდე და საღამოს 17:00 დან 17:02 მდე. 2.10 ქმარი ვალდებულია მუშაობდეს და ამასთან მხოლოდდამხოლოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში. 2.11 ქმარი ვალდებულია ყოველდღიური სახსრების გარდა ცოლს ყოველი ხელფასის აღებისას გადასცეს მისი 98 %, ყოველგვარი შეკამათების გარეშე. 2.12 ქმარი ვალდებულია სამსახურში წასვლის წინ , სამუშაო დღის განმავლობაში და ასევე საღამოს აცნობოს ცოლს მისი გადაადგილების გეგმა. იმ შემთხვევაში თუ ცოლი წინააღმდეგია რომელიმე ქმრის მარშრუტის დაუყონებლივ აღიკვეთოს იმ მიმართულებით გადაადგილება. 2.12 ქმარს უფლება აქვს ჰქონდეს ნათესავებთან თვეში არა უმეტეს სამი შეხვედრისა, რის შესახებაც მან წინასწარ წერილობით უნდა აცნობოს ცოლს 2 დღით ადრე, რომელსაც შეუძლია საპატიო მიზეზით ან სახდელის არსებობისას აკრძალოს ეს შეხვედრა. 2.11 ქმრის წახალისება კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის – წახალისების სახეებია: ა. მადლობის გამოცხადება; ბ. სასჯელის ვადაზე ადრე მოხსნა; გ. წყლის დალევის გრაფიკის გაზრდა; დ. ოჯახის წევრებთან დამატებითი შეხვედრის უფლების მიცემა. ე. კვირაში ერთხელ მეგობრებთან ერთად ლუდის დასალევად და ფეხბურთის მატჩის საყურებლად წასვლა.
3. მეუღლეთა ქონებრივი ურთიერთობანი 3.1 ქორწინების შემდეგ ყოველგვარი ქონება და/ან მატერიალური აქტივი რაც ოჯახს მიემატება წარმოადგენს ცოლის საკუთრებას, მიუხედავად ამ ქონების ფორმირების წყაროსა. 3.2 განქორწინებისას მიუხედავად იმისა ეს ცოლის ინიციატივით მოხდება თუ არა, ქმარი ვალდებულია აუნაზღაუროს ცოლს მატერიალური და მორალური ზიანი ყოველთვიური გადასახადის სახით 500 აშშ დოლარის ექვივალენტის სახით ლარებში ქორწინების ყოველ დღეზე..
4. დასკვნითი დებულებები 4.1 ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად. მეუღლეებს გადაეცემათ ხელშეკრულების თითო-თითო ეგზემპლარი. ყოველ ეგზემპლარს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა. 4.2 ყოველგვარი ცვლილება ხელშეკრულბაში შესაძლებელია მხოლოდ ცოლის გადაწყვეტილებით, ქმრის თანხმობა არ მოითხოვება. 4.3 იმ შემთხვევაში თუ ქმარი უარს აცხადებს ამ ხელშეკრულების პირობებზე და არ სურს ხელის მოწერა,მოხერხებულად ვწვდეთ თმებში და ხელის მკვეთრი მოძრაობით ვახეთქინოთ თავი იატაკზე, მიზანშეწონილია წიხლის გამოყენებაც მანამ, სანამ არ დაგვთანხმდება ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ხელმოწერა:
|